ბაკურციხე-გურჯაანი მაგისტრალის მშენებლობა
“კომპანია ბლექ სი გრუპი” ახმეტა-თელავი-ბაკურციხის 15,5 კმ-იანი შემოვლითი მაგისტრალის მშენებლობას ახორციელებს. “ჯეი ემ კომპანი” კი მონაწილეობას ხიდების მშენებლობაში იღებს.
პროექტის ფარგლებში დღეს ჩვენმა უაღრესად კვალიფიციურმა ოპერატორებმა ორი 70 ტონიანი მოცულობის, XCMG მობილური ამწით ხიდზე 44 ტონიანი კოჭები განალაგეს.
აღნიშნული პროექტი გააუმჯობესებს ახმეტა-თელავი-ბაკურციხის ადგილობრივი გზის უსაფრთხოებასა და ხარისხს, ამასთანავე დააკავშირებს მას თბილისთან. კახეთში გზების გაუმჯობესება ძალიან მნიშვნელოვან პროცესს წარმოადგენს, ვინაიდან რეგიონში სოფლის-მეურნეობა საკმაოდ განვითარებულია და მას დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია.
პროექტი, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRPIII) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 38 000 000 ლარია. სამუშაოები 2018 წელს დასრულდება.