HSSE პოლიტიკა

Safety

შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის პოლიტიკა

“ჯეი ემ კომპანი” აცნობიერებს მის პასუხისმგებლობას თავის საწარმოო ობიექტებზე უავარიოდ საქმიანობის უზრუნველყოფაზე და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ფუნქციური შესაძლებლობების სამუშაოს უარყოფითი ასპექტებისგან დაცვაზე. ჯანსაღი და უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა წარმოადგენს “ჯეი ემ კომპანი”-ს უდავო პრიორიტეტს. “ჯეი ემ კომპანისათვის” პრინციპულად მნიშვნელოვანია საქმიანობის სისტემური მართვა განახორციელოს შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რაც წარმოადგენს კომპანიის თითოეული თანამშრომლის კეთილდღეობის მუდმივი  გაუმჯობესების აუცილებელ პირობას.

“ჯეი ემ კომპანი” ორიენტირებულია კომპანიაში შრომის უსაფრთხოების კულტურის ფორმირებასა და მის მუდმივ განვითარებაზე, რათა კომპანიაში დასაქმებულმა თითოეულმა თანამშრომელმა და დაქირავებულმა მუშაკმა იზრუნოს, როგორც საკუთარი, ასევე სხვა პირების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვაზე.

შრომის უსაფრთხოების სფეროში “ჯეი ემ კომპანი”-ს მიზანია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პრიორიტეტის აღიარების ფონზე ორგანიზაციის სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფა. დასახული მიზნის მისაღწევად იღებს შემდეგ ვალდებულებებს:

  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება და შრომის უსაფრთხოების სფეროში სხვისი გამოცდილებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება;
  • შრომის უსაფრთხოების დონის გეგმაზომიერი გაუმჯობესება, სამუშაო სივრცეში საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირებისა და აღმოფხვრის გზით;
  • შრომის უსაფრთხოების სფეროში სიახლეებზე მუდმივი თვალყურის მიდევება და მათი გათვალისწინება კომპანიის ფარგლებში;
  • კომპანიის ხელმძღვანელობასა და დასაქმებულებს შორის უწყვეტი ორმხრივი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • დასაქმებულთათვის სწავლებების (ტრენინგების) და ინსტრუქტაჟის ჩატარება და მათ გასაგებ ენაზე ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
  • დასაქმებულთა სანიტარულ-საყოფაცხოვრებო მომსახურების ორგანიზება;
  • შრომის უსაფრთხოების წესების და მოთხოვნების შესრულების მუდმივი კონტროლი და აუდიტი;
  • სამუშაო პირობების და შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ უტყუარი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირებზე და უწყებებზე;
  • კომპანიის თანამშრომლებზე პასუხისმგებლობების და მოვალეობების რაციონალური განაწილება;

შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა:

  • შეესაბამება კომპანიის სპეციფიკას, მის საქმიანობას და რისკების მასშტაბებს:
  • ეცნო თითოეულ თანამშრომელს და განთავსებულია საინფორმაციო სტენდებზე;
  • ექვემდებარება ანალიზს, რათა მუდამ შეესაბამებოდეს სახელმწიფოს ხედვას შრომის უსაფრთხოების სფეროში.

    Etiam magna arcu, ullamcorper ut pulvinar et, ornare sit amet ligula. Aliquam vitae bibendum lorem. Cras id dui lectus. Pellentesque nec felis tristique urna lacinia sollicitudin ac ac ex. Maecenas mattis faucibus condimentum. Curabitur imperdiet felis at est posuere bibendum. Sed quis nulla tellus.

    ADDRESS

    63739 street lorem ipsum City, Country

    PHONE

    +12 (0) 345 678 9

    EMAIL

    info@company.com