ახმეტა-თელავი-ბაკურციხის პროექტი – ვიდეოკლიპი
ახმეტა-თელავი-ბაკურციხის 15,5 კმ-იანი შემოვლითი მაგისტრალის მშენებლობის პროცესში “ჯეი ემ კომპანიმ” მონაწილეობა ხიდების მშენებლობაში მიიღო.
პროექტის ფარგლებში ჩვენმა უაღრესად კვალიფიციურმა ოპერატორებმა სამი 70 ტონიანი მოცულობის, XCMG მობილური ამწით ხიდზე 44 ტონიანი კოჭები განალაგეს.
აღნიშნულმა პროექტმა გააუმჯობესა ახმეტა-თელავი-ბაკურციხის ადგილობრივი გზის უსაფრთხოება და ხარისხი, ამასთანავე დააკავშირა იგი თბილისთან. კახეთში გზების გაუმჯობესება ძალიან მნიშვნელოვან პროცესს წარმოადგენს, ვინაიდან რეგიონში სოფლის-მეურნეობა საკმაოდ განვითარებულია და მას დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია.პროექტი, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRPIII) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 38 000 000 ლარია. სამუშაოები 2018 წელს დასრულდა.