ცოდნა
“ჯეი ემ კომპანი” თავს უყრის სათანადოდ განათლებულ და მოტივირებულ კადრებს. იგი ასევე რეგულარულად ზრუნავს მათი ცოდნისა და უნარების მუდმივ გაუმჯობესებაზე.
“ჯეი ემ კომპანი” თავს უყრის სათანადოდ განათლებულ და მოტივირებულ კადრებს. იგი ასევე რეგულარულად ზრუნავს მათი ცოდნისა და უნარების მუდმივ გაუმჯობესებაზე.
იმ თანამშრომლების უმრავლესობას, რომლებიც მომხმარებელს აწვდიან სპეც-ტექნიკასთან დაკავშირებულ სერვისებს, აქვს 10 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.
ჩვენ ვიცით, რომ ინვესტიციის წარმატების ხარისხს განსაზღვრავს ბევრი ფაქტორი. თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსების, დროის, არსებული კაპიტალისა და ძირითადი საშუალებების სწორი მენეჯმენტი.
“ჯეი ემ კომპანი” ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს ჩვენი ბრენდის იმიჯსა და რეპუტაციას. შესაბამისად კომპანიის უპირველესი ამოცანა მუდმივად გახლავთ ჩვენ მიერ ნაკისრი ვალდებულებების უნაკლო და უპირობო შესრულება.
ანგარიშსწორების მოქნილი გეგმა პროექტის მიმდინარეობის მანძილზე – ყოველგვარი საავანსო თანხის მოთხოვნის გარეშე, შესაბამისი საგარანტიო უზრუნველყოფის პირობით.
სწრაფადგანვითარებადი ტექნოლოგიები დამატებით მოტივაციას უქმნიან “ჯეი ემ კომპანის”, რომ გამოიყენოს ინოვაციური მიდგომები მშენებლობის პროცესში. კომპანია რეგულარულად იძიებს და სწავლობს სამშენებლო სფეროსთვის შემოთავაზებულ ტექნოლოგიურ სიახლეებს.
თანამედროვე, სისწრაფესა და ხარისხზე ორიენტირებული მშენებლობა შეუძლებელია მუდმივად-განახლებადი, მძლავრი ტექნიკური ბაზის გარეშე. ამას კი ეფექტურად უზრუნველყოფენ “ჯეი ემ კომპანის” კვალიფიციური პერსონალი და ტექნიკოსები, რომელთა ძალისხმევითაც სპეც-ტექნიკა მუდმივად გამართულ მდგომარეობაშია.
სამშენებლო პროცესის მიმდინარეობისას “ჯეი ემ კომპანი” უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს დამკვეთისთვის კომფორტული პირობებისა და გარემოს შექმნას, რაც გამოიხატება: პროექტის მიმდინარეობისას დეტალური ანგარიშის მომზადება-წარდგენაში, პრობლემების ურთიერთშეთანხმებით გადაჭრაში და ა.შ.